ჩემი პროექტი ქართულში
Tuesday, August 9, 2011
პროექტის აღწერა
პროექტის სახელწოდება:,,მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში".
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადება:ტაო-კლარჯეთის ისტორია და დღევანდელობა.
პროექტის აქტუალობა:არ იცნობენ ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია–მონასტრებს ,რადგან თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.
პროექტის მიზნები:ტაო -კლარჯეთის გაცნობა,მისი შესწავლა.მოხდეს ბავშვებში მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება,როგორიცაა ისტორიული ძეგლების მოვლა,შესწავლა ,გაფრთხილება და იქ მცხოვრები ქართველების ყოფა-ცხოვრების შესწავლა.
მონაწილეთა ასაკი:X-XI-XIIკლასები.
ვადები,ხანგრძლივობა:1თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ესეები,ელექტრონული ჟურნალი,ვიდეო -ფილმი,პრეზენტაცია.ჩატარდეს სასკოლო ღონისძიება:,,გრიგოლ ხანძთელი,როგორც ძლიერი, ერთიანი საქართველოს მესაძირკვლე".განვათავსოთ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნი,ინტერნეტი,ფოტოაპარადი,ვიდეოგადამღები,მანქანა.ა.შ
პროექტის მსვლელობა:კლასს დავყოფ 3 ჯგუფად:პირველი ჯგუფი გაეცნობა ტაო-კლარჯეთისისტორიას და დღევანდელობას.მეორე ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ,ხოლო მესამე ჯგუფს დაევალებათ გაეცნონ ტაო-კლარჯეთის დიალექტს ,აგრეთვე ქართული სოფლების ყოფა-ცხოვრებას და შემდგომ ამისა კლასმა მთლიანად წარმოადგინონ მოძიებული მასალები ,გამართონ პრეზენტაცია ,მოაწყონ დისკუსია და მოახდინონ შედარება ქართულ სინამდვილესთან.იმსჯელებენ გრ.ხანძთელიროგორც ძლიერი ,ერთიანი საქართველოს მესაძირკვლე.წარმოადგენენ ფოტო მასალას და ამ ყველაფერს განათავსებენ ბლოგზე.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერა,კითხვა,მოსმენას,საუბარს ,კვლევა-ძიებას,დისკუსიის უნარს,პრეზენტაციას.
განუვითარებს ეროვნული თავისებურებების კვლევის უნარს.ჩამოუყალიბდებათ ისტ-ის გამოყენების უნარი.განუვითარებს ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხელს შეუწყობს ღირსეული მამულიშვილის აღზრდას.
განუვითარებს ეროვნული თავისებურებების კვლევის უნარს.ჩამოუყალიბდებათ ისტ-ის გამოყენების უნარი.განუვითარებს ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ხელს შეუწყობს ღირსეული მამულიშვილის აღზრდას.
პროექტის ხელმძღვანელი(მაასწავლებელი):შორენა ტაბატაძე.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:shorenatabatadze3@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:shorenatabatadze.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)








